ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცებიდან ორმა, სავარაუდოდ, თავი აიფეთქა, მესამე - გაიქცა...
ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცებიდან ორმა, სავარაუდოდ, თავი აიფეთქა, მესამე - გაიქცა...
ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ბელგიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.

ოფიციალური ბრიუსელის ცნობით, 100 ადამიანი აეროპორტში, 130 კი მეტროში მომხდარი ტერაქტების დროს დაშავდა. რაც შეეხება დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას, ამ დრომდე ხელისუფლებას ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია. სხვადასხვა ინფორმაციით, ტერაქტებს 38-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე: ბრიუსელის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო


მას შემდეგ, რაც ბრიუსელში სამართალდამცავმა ორგანოებმა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ორი ეჭვმიტანილი დააკავეს და გავრცელდა ამ დაკავების კადრებიც, ბელგიურმა მედიამ გაავრცელა ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, აეროპორტში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი პირები არიან გამოსახული.

ბი-ბი-სის ინფორმაციით, სურათზე გამოსახულ შავებში ჩაცმულ 2 ადამიანზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ თავი აიფეთქეს, ხოლო თეთრებში ჩაცმულზე ფიქრობენ, რომ მან გაქცევა მოახერხა. შავებში ჩაცმულ ორივე კაცს ერთ ხელზე ხელთათმანი უკეთია, სადაც შესაძლოა ბომბის დეტონატორები იყოს დამალული.

კამერებმა გადაიღეს თუ როგორ მოიყვანა მოქმედებაში ერთ-ერთმა ტერორისტმა შაჰიდის ქამარი, თუმცა ამ კადრებს სამართალდამცავები არ აქვეყნებენ.

ამასობაში "ისლამურმა სახელმწიფომ", რომელმაც ბრიუსელის
ტერაქტებზე აიღო პასუხისმგებლობა, ახალი მუქარა გაავრცელა. როგორც ბი-ბი-სი წერს, განცხადებაში, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს, ნათქვამია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული "ჯვაროსნული" ქვეყნებისთვის "უარესი დღეები დადგება". განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯიჰადისტებმა ბელგიის დედაქალაქში სამიზნეები წინასწარ შეარჩიეს.

ფოტოგალერეა: აფეთქებები ბრიუსელის აეროპორტში

იხილეთ ასევე: Dailymail: ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს

წყარო

“შავებში ჩაცმულ 2 ადამიანზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ თავი აიფეთქეს, ხოლო თეთრებში ჩაცმულზე ფიქრობენ, რომ მან გაქცევა მოახერხა. შავებში ჩაცმულ ორივე კაცს ერთ ხელზე ხელთათმანი უკეთია, სადაც შესაძლოა ბომბის დეტონატორები იყოს დამალული”
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები