"საყვარელიძე კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით გაათავისუფლეს" - საყვარელიძე "ბრუტუს"?!
"საყვარელიძე კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით გაათავისუფლეს" - საყვარელიძე "ბრუტუს"?!
29-03-2016
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში პროკურატურამ დეპუტატთა არაერთი კოლექტიური მიმართვა მიიღო, რომლის თანახმად, საყვარელიძის თანამდებობა და დღის განრიგი პროკურატურის შესახებ კანონს არ შეესაბამება.

უწყების ინფორმაციით, საყვარელიძის გათავისუფლება უკავშირდება მის მიერ საპროკურორო ეთიკის უხეშ დარღვევას, ასევე სხვა პროკურორის საქმიანობაში ჩარევას.

საყვარელიძის უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებას ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

სააკაშვილმა "ფეისბუკში" დაწერა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს.

"როდესაც დავით საყვარელიძე ოდესის ოლქში დაინიშნა პროკურორად, ის დამეხმარა მაფიის წინაღმდეგ ბრძოლაში და წესრიგის დამყარებაში. მან დაიწყო მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, რომელიც ეხებოდა კივალოვს და პოროშენკოს ბლოკის ადგილობრივ წარმომადგენლებს.

დღეს საყვარელიძე ოდესაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით გაათავისუფლეს. პრეცედენტი, როდესაც პროკურორს ხსნიან ადგილობრივი, სეპარატიზმში შემჩნეული, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე
შედეგებს გამოიწვევს.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, თავისი პოზიცია ნათლად და მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს.
არა იმიტომ, რომ ეს რომელიმე ჩვენგანისთვის იქნება კარგი, არამედ იმიტომ, რომ უკეთესი იქნება უკრაინისთვის და ქვეყნის მომავლისთვის", - დაწერა "ფეისბუკში" სააკაშვილმა.

დავით საყვარელიძის გათავისუფლების შესახებ დღეს გახდა ცნობილი, მოგვიანებით გაირკვა, რომ უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტიდან ვიქტორ შოკინის გადაყენებას დაუჭირა მხარი.

იხილეთ ასევე: საყვარელიძის გათავისუფლების კვალდაკვალ, უკრაინაში ქართველი პროკურორი მოდებაძე დააკავეს
ese igi
31 მარტი 2016 03:07
ესე იგი, ლორთქიფანიძე "კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით" გაუთავისუფლებიათ,-ისევ იბოლება მი-ჰაილი.

შენზე და შენს ახლო წრეზე დიდი კრიმინალი მსოფლიოს არ ჰყოლია, არ ჰყავს და არც ეყოლება, სააკაშვილო!
მიდი, ნაცად ტერორს მიმართე: ზოგი მოკალი, ზოგი ციხეში ჩაკალი და ა.შ.
მაგრამ იცი, არ გაგივა და კი ხარ ცუციკივით.
რომ გაგსვლოდა, ორ დღეში გაავსებდი ციხეებს და არც პოროშას დაინდობდი......
მტარვალო!

maka
30 მარტი 2016 16:51
რას ერჩით უკრაინელებს, ჩვენზე ადრე მიხვდნენ, ვინ ვინ არის
სხვა სიახლეები
თურქეთის მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული
დაწვრილებით...
თავდასხმის ობიექტი ავტობუსი გახდა, რომელშიც პოლიციის აკადემიის კურსანტები იმყოფებოდნენ
დაწვრილებით...
გამოცემა „Hurriyet“ ერთ-ერთი სავარაუდო ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც სტამბოლის აეროპორტის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.
დაწვრილებით...
სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. დაღუპულთა რიცხვი კი 50-მდეა გაზრდილი.
დაწვრილებით...
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან მიდის. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა საერთო ეროვნული რეფერენდუმით მიიღეს, რომელშიც 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შედეგები კი ასეთია - გასვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები ასე გადანაწილდა: 51.9% / 48.1% ს.
დაწვრილებით...
„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, თუმცა ამავე დროს, გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მოხდენის ხერხად“
დაწვრილებით...
ამერიკის უახლეს ისტორიაში მომხდარმა ყველაზე მასობრივმა მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
დაწვრილებით...
აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასობრივი მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელეს, გეების საზოგადოების მიმართ ზიზღს აღნიშნავდა.
დაწვრილებით...
ქირავდება 1 ოთახიანი სტუდიოს ტიპის
ქირავდება სასტუმროს ნომრები საბურთალოზე ფასი
ქალაქის ცენტრიში ქირავდება კეთილმოწყობილი 2.5
იყიდება შავი კარკასი საბურთალოს ცენტრში,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები