ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი თვითმკვლელი ევროპარლამენტში მუშაობდა - კვირის პალიტრა

ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი თვითმკვლელი ევროპარლამენტში მუშაობდა

"როიტერის" ცნობით, ერთ-ერთი თვითმკვლელი, რომელმაც ბრიუსელში 22 მარტს თავი აიფეთქა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროპარლამენტში მუშაობდა.

საინფორმაციო სააგანეტოს ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ჯაუმე დაჩ გუილომ განაცხადა. თუმცა, მას ამ ტერორისტის ვინაობა არ დაუკონკრეტებია. მისი ინფორმაციით, 2009-2010 წლებში აღნიშნული პირი იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც ევროპარლამენტში სამუშაოებს ასრულებდა. სააგენტო ევროკავშირის სტრუქტურების ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს შესაძლოა, ნაჯიმ ლააშრაუი იყოს, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში თავი აფეთქა. სააგენტოს თანახმად, ევროპარლამენტში მუშაობის პერიოდში მას კრიმინალური წარსული არ ჰქონია.