1 დაღუპული და 20-ზე მეტი დაშავებული - მორიგი აფეთქება თურქეთში - კვირის პალიტრა

1 დაღუპული და 20-ზე მეტი დაშავებული - მორიგი აფეთქება თურქეთში

თურქეთის ქალაქ ჰანიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 20 სამხედრო დაშავდა, 1 კი დაიღუპა. თურქული მედიის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული, პოლიციის ბაზას დაეჯახა.

აფეთქების შედეგად პოლიციის შენობა დაზიანდა. დაზიანდა ასევე ახლოსმდებარე შენობებიც. ჯერ უცნობია, თუ ვინ განახორციელა თავდასხმა.

დაშავებული სამხედროები დიარბაკირის პროვინციაში გადაიყვანეს. ქალაქი ჰანი ძირითადად ქურთებითაა დასახლებული.

წყარო