სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - კვირის პალიტრა

სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, სირიის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი Ми-28Н ჩამოვარდა, ავიაკატასტროფას ეკიპაჟის 2 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალურ განცხადებაში მინიშნებულია, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი შეიარაღებული დაპირისპირება არ ყოფილა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზის დასადგენად შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ. გარდაცვლილთა ცხედრები ხმეიმენის ავიაბაზაზე გადაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 14 მარტს ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსეთის ავიაციის ძირითად ჯგუფს სირიის ტერიტორია დაეტოვებინა. მისი თქმით, ტერორიზმთან ბრძოლის მთავარი მიზანი შესრულებულია. მიუხედავად მსგავსი განცხადებისა, რუსული სამხედრო ვერტმფრენები პერიოდულად მაინც ჩნდებიან სირიის საჰაერო ზონაში. ხოლო Ми-28Н, რომელიც ბუდენოვსკის ავიაბაზაზეა რეგისტრირებული (სტავროპოლის მხარე), ბაშარ ასადის არმიას პალმირის ისტორიული ქალაქის აღებასა და ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარებოდა.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ