9 დაღუპული და ასობით დაშავებული - ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში - კვირის პალიტრა

9 დაღუპული და ასობით დაშავებული - ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიის ქალაქ კუმამოტოში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მომხდარის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, დაშავებულია ასობით ადამიანი.

ქალაქ კუმამოტოს აღმოსავლეთით მომხდარი პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა, განმეორებითმა კი 6.4.

ინციდენტის გამო 44 000-ზე მეტი ადამიანი სკოლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში გადაიყვანეს. ბევრმა მოქალაქემ კი, სიცივის მიუხედავად, ღამის გატარება ქუჩაში ამჯობინა.

იაპონიის მასშტაბით, მობილიზებულია 3000-ზე მეტი სამხედრო, პოლიციელი და მეხანძრე. ისინი იმ ადამიანებს, ეძებენ, რომლებიც ჯერ კიდევ შველას საჭიროებენ.

სეისმოლოგები უახლოეს პერიოდში მიწისქვეშა ბიძგების გამეორებას არ გამორიცხავენ.