იაპონიაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

იაპონიაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში, ქალაქ კუმამოტოს აღმოსავლეთით პირველი მიწისძვრა ხუთშაბათს მოხდა, მისმა სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. მომხდარს 9 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. მეორე, 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა კი, შაბათს გამთენიისას მოხდა. ორივე მიწისძვრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.

ბიძგები ყველაზე მეტად კუნძულ კიუსიუზე იგრძნობოდა. კუმამოტოს ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეულია სახლები, გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. მიწისძვრისგან დაზარალებული ხალხი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანების სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. „ბიბისის“ ცნობით, ოპერაციაში 20 000 სამხედროა ჩართული. რეგიონში დამატებით გაიგზავნა სახანძრო და სამაშველო სამსახურები.

გავრცელებული ინფორმაციით, არის იმის საშიშროება, რომ ათობით ადამიანი ნანგრევებში იყოს მოყოლილი.

"ბიბისის" ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი სახლი იმის შიშით, რომ ისინი არ დაინგრას. ისინი ამ დრომდე ქუჩებსა და პარკებში იმყოფებიან.

გავრცელდა იფორმაციაც, რომ შესაძლოა არსებობდეს ცუნამის საშიშროება.

ადგილობრივი ტელეკომპანია "NHK"-ის სოფელ ნიშიჰარაში ჩამოინგრა კაშხალი.

იაპონია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც მიწისძვრები ხშირად ხდება. ამ სტიქიური უბედურების შედეგად იაპონიაში 15 ათასამდე ადამიანია დაღუპული, 2500-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.