"Cosa Nostra" აფრიკელ მიგრანტებს ხოცავს - კვირის პალიტრა

"Cosa Nostra" აფრიკელ მიგრანტებს ხოცავს

სიცილიური მაფია, რომელიც ე.წ კოზა ნოსტრას სახელით არის ცნობილი, აფრიკიდან იტალიაში შემავალ მიგრანტებს დაერია. პალერმოში, დღისით, გამბიელი ბიჭი თავში გასროლით მოკლეს, იტყობინება Mail Online-ი.

“პალერმო აღარ არის იტალიური ქალაქი. ის აღარ არის ევროპული ქალაქი. გაივლი ქალაქის ქუჩებში და თავი სტამბულსა თუ ბეირუთში გგონია”, - აცხადებს ინტერვიუში პალერმოს მერი ლეოლუკა ორლანდო.

ბოლო სამ თვეში იტალიაში მიგრანტთა რაოდენობა 90%-ით გაიზარდა. პალერმოს გარეუბან ბალაროში, სადაც მკვლელობა მოხდა, მიგრანტთა რაოდენობამ 25%-ით მოიმატა. მერის თქმით “მაშინ როდესაც მაფია ძლიერი იყო, მე არასოდეს მინახავს აფრიკელი ან აზიელი პალერმოში მანამ სანამ 30 წლის გავხდებოდი. მაფიამ ვერ გაიგო, რომ ქალაქი შეიცვალა, ახლა ჩვენ მიგრანტთა ქალაქი ვართ”.

“ჩვენ მომწსრენი ვართ მიგრანტების მიმართ არნახული აგრესიისა და ტიპური მაფიოზური დამოკიდებულებისა მათ მიმართ”, - განაცხადა პალერმოს პოლიციის უფროსმა გუიდო ლონგომ.

წყარო