ერაყში მორიგ აფეთქებას 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - კვირის პალიტრა

ერაყში მორიგ აფეთქებას 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 38 დაშავდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. აფეთქება ქალაქ ნაჰრავანის ხალხმრავალ ბაზართან მოხდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელთა სამიზნეს მომლოცველი შიიტები წარმოადგენდნენ, რომლებიც იქვე მდებარე მეჩეთთან იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა სამართალდამცავები ტერორისტულ აქტს "ისლამურ სახელმწიფოს" უკავშირებენ. სწორედ ეს დაჯგუფება გამოირჩევა მშვიდობიან მოსახლეობაზე და მომლოცველ შიიტებზე თავდასხმებით.