ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილის პოსტს ტოვებს - კვირის პალიტრა

ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილის პოსტს ტოვებს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ეკა ზღულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტმა მისი გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება თავად ზღულაძის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

ეკა მიდის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან. მინისტრთა კაბინეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მისი თხოვნის საფუძველზე მიიღო. ეკა თავად გააკეთებს განცხადებას. ჭორები საჭირო არ არის“, - დაწერა არსენ ავაკოვმა.

როგორც უკრაინის შს მინისტრი ამბობს, ზღულაძემ მიიღო მისი წინადადება სამინისტროში რეფორმებზე მომუშვე ჯგუფთან მუშაობის შესახებ, შედეგად იგი მუშაობას სამინისტროში გააგრძელებს და მრჩეველთა სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებს.

ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2014 წლის ბოლოდან იკავებდა.

იხილეთ ასევე: საყვარელიძის შემდეგ ზღულაძეც გაუშვეს?