“ისლამური სახელმწიფოს” წევრები 19 მაისს, თურქეთში ტერაქტებს გეგმავენ - კვირის პალიტრა

“ისლამური სახელმწიფოს” წევრები 19 მაისს, თურქეთში ტერაქტებს გეგმავენ

“ისლამური სახელმწიფოს” წევრები 19 მაისს, თურქეთში დაგეგმილ ახალგაზრდობისა და სპორტის დღესთან დაკავშირებით ტერაქტებს გეგმავენ.

თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია თურქულმა სპეცსამსახურებმა მოიპოვეს.

თურქეთის ეროვნულმა სადაზვერო ორგანიზაციამ უკვე აცნობა ხელისუფლებას, რომ ქვეყნის საზღვარი „ისლამური სახელმწიფოს“ ათმა მებრძოლმა გადაკვეთა.

ისინი 10 ტერორისტული აქტის განხორციელებას დედაქალაქ ანკარაში გეგმავენ. პოტენციურ სამიზნედ სახელდება ათათურქის სახელობის მუზეუმი და ანკარაში მდებარე აშშ-ის საელჩო.

"ინტერპრესნიუსი"