ავიაკომპანიის მტკიცებით, ეგვიპტელმა სამხედროებმა პილოტისგან განგაშის სიგნალი მიიღეს - ავიაკატასტროფა ეგვიპტეში - კვირის პალიტრა

ავიაკომპანიის მტკიცებით, ეგვიპტელმა სამხედროებმა პილოტისგან განგაშის სიგნალი მიიღეს - ავიაკატასტროფა ეგვიპტეში

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც ასრულებდა რეისს პარიზი - ქაირო, რადარებიდან ქაიროს დროით დაახლოებით 02:45 წუთზე გაქრა. თვითმფრინავი გაუჩინარდა ეგვიპტის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 16 კილომეტრის ფრენის შემდეგ, დაჯდომამდე ნახევარი საათით ადრე.

თვითმფრინავიდან უკნასკნელად კავშირზე ხმელთაშუაზღვის თავზე, სადღაც კვიპროსსა და კერტას შორის ფრენისას გამოვიდნენ. ავიაკომოპანიის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა 56 გზავრი, მათგან 30 ეგვიპტელი, 15 ფრანგი და 11 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი. ასევე თვითმფრინავში იყო ეკიპაჟის 10 წევრი. (წყარო)

სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია EgyptAir-ის გაუჩინარებული ლაინერი ეგეოსის ზღვაში, ბერძნული არქიპელაგის, დოდეკანესის ერთ-ერთ კუნძულ კარპატოსთან ჩავარდა.

სააგენტოს მტკიცებით, ამის შესახებ წყარომ საბერძნეთის საავიაციო სტრუქტურებიდან აცნობა, თუმცა, ეგვიპტის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

პრემიერ-მინისტრ შარიფ ისმაილის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ რა შეემთხვა თვითმფრინავს, რადგან სამძებრო სამუშაოები არ დასრულებულა.

ავიაკომპანიის მტკიცებით, ეგვიპტელმა სამხედროებმა პილოტისგან მიიღეს განგაშის სიგნალი, თუმცე ეგვიპტური მხარე ამას ამ დრომდე არ ადასტურებს.

ფრანგული სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ სამგზავრო ლაინერის გაუჩინარების მიზეზი შესაძლოა ტერორისტული აქტი იყოს. ამის შესახებ დასავლური მედია უკვე აქტიურად წერს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი აცხადებს, რომ "ხელისუფლება არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს".

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი არსებულ სიტუაციაზე ეგვიპტელ კოლეგას აბდელ ფათაჰ ალ-სისის ტელეფონით უკვე ესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ თვითმფრინავის გაუჩინარების გარემოებებს ერთად გამოიძიებენ.

ავიალაინერში მყოფი მგზავრების ახლობლების ნაწილი ქაიროს აეროპორტშია.

EgyptAir-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა - ავღანეთში ავიაკატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა