თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა - ავღანეთში ავიაკატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა - ავღანეთში ავიაკატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. არიან დაღუპულებიც, არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 9 წევრიდან 7 დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფინავი Ан-12 აზერბაიჯანულ ავიაკომპანია Silk Way-ს ეკუთვნოდა.

აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

Ан-12-ის ეკიპაჟის წევრებს შორის აზერბაიჯანის, უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან. მათ შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაციამ ავიაკატასტროფის მიზეზების გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შექმნა, რომლის წარმომადგენლები ავღანეთში უახლოეს საათებში ჩავლენ.

კიდევ ერთი ავიაკატასტროფა მოხდა წყნარ ოკეანეში. გუამის კუნძულებზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე ბომბდამშენი ”В-52” ჩამოვარდა.

სამხედრო უწყების ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფებოდა, არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.

ბომბდამშენ В-52-ს ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„ბიბისი“ წერს, რომ ანალოგიური შემთხვევა 2008 წელსაც მოხდა. მაშინ ”В-52”-ის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის 6 წევრი დაიღუპა.

იხილეთ ასევე: ავიაკომპანიის მტკიცებით, ეგვიპტელმა სამხედროებმა პილოტისგან განგაშის სიგნალი მიიღეს - ავიაკატასტროფა ეგვიპტეში