ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ავიაკომპანიის თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ავიაკომპანიის თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც ასრულებდა რეისს პარიზი - ქაირო, რადარებიდან ქაიროს დროით დაახლოებით 02:45 წუთზე გაქრა. თვითმფრინავი გაუჩინარდა ეგვიპტის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 16 კილომეტრის ფრენის შემდეგ, დაჯდომამდე ნახევარი საათით ადრე.

"როიტერის" ინფორმაციით, ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერის, A320-ის ფრაგმენტები ხმელთაშუა ზღვაში აღმოაჩინეს. ფრაგმენტები ნაპოვნია 80 კილომეტრში იმ ტერიტორიიდან, სადაც ლაინერი რადარებიდან გაქრა. ბოლო რამდენიმე საათია, ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

ჯერჯერობით არც ეგვიპტის და არც საფრანგეთის ხელისუფლებას მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ეგვიპტის ავიაციის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ლაინერის გაუჩინარება შესაძლოა, მექანიკურ დაზიანებას ან ტერაქტს უკავშირდებოდეს.

იხილეთ ასევე: ავიაკომპანიის მტკიცებით, ეგვიპტელმა სამხედროებმა პილოტისგან განგაშის სიგნალი მიიღეს - ავიაკატასტროფა ეგვიპტეში