მოგზაურობა დაუშვებელია ოჯახის უფროსი მამაკაცის სპეცნებართვის გარეშე - 5 რამ, რაც არაბ ქალებს ეკრძალებათ - კვირის პალიტრა

მოგზაურობა დაუშვებელია ოჯახის უფროსი მამაკაცის სპეცნებართვის გარეშე - 5 რამ, რაც არაბ ქალებს ეკრძალებათ

რაც ნებისმიერ ქვეყანაში ქალისთვის ჩვეულებრივი საქმიანობაა, არაბი მუსულმანი ქალისთვის სანატრელია:

1. ქალი საჭესთან: საუდის არაბეთში ქალს ავტომობილის მართვა სასტიკად ეკრძალება. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მყოფი მამაკაცი დაკავებულია და დრო არ აქვს, რომ ცოლი შოპინგზე, ან სამსახურში წაიყვანოს, ოჯახი მძღოლს ქირაობს, რომელიც სპეციალურად დიასახლისს ემსახურება. შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა აუკრძალო ქალს ავტომობილის მართვა, არაბი მამაკაცების პასუხი ასეთია - შეიძლება, სახლიდან მაშინაც კი გავიდეს, როდესაც არაფერი სჭირდება. შეიძლება ურთიერთობა იმ მამაკაცებთან გააბას, რომლებიც მისი ნათესავები არ არიან. შეიძლება ჩადრი მოიხსნან და სხვებს სახე აჩვენონ.

2. მოგზაურობა: მეგობრებთან ერთად უცხო ქვეყანაში მოგზაურობაზე სახალისო არაფერია. თუმცა, თუ თქვენ სასურველ ქვეყანაში მოგზაურობისთვის მხოლოდ ვიზა გჭირდებათ, არაბი ქალებისთვის ამ საკითხს ოჯახის უფროსი მამაკაცის სპეციალური ნებართვა ემატება. საუდის არაბეთში ქალებს მარტო მოგზაურობა ეკრძალებათ. მან აეროპორტში სპეციალური მოწმობა უნდა წარადგინოს, სადაც ოჯახის წევრი მამაკაცის ნებართვაა ასახული. სხვა შემთხვევაში, ის ქვეყანას მხოლოდ ქმართან, მამასთან, ან ძმასთან ერთად დატოვებს. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ზოგიერთ ოჯახში უფრო მკაცრი წესები მოქმედებს და ნებართვა არათუ მოგზაურობაზე, არამედ სახლიდან გასვლაზეც კი სჭირდებათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აკრძალვა 45 წლამდე ყველა ქალს ეხება.

3. სამსახური: საუდის არაბეთში ქალებს მუშაობის უფლება მხოლოდ განათლებისა და მედიცინის სფეროში აქვთ. ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაა, რომლის ხელმძღვანელსაც ქალი თანამშრომლის დაქირავების უფლება აქვს. ამასთან, ნებისმიერ დაწესებულებაში ქალი ვალდებულია, ჩადრით იაროს - სახის გამოჩენა ყველას ეკრძალება.

გაგრძელება