"იძულებული ვიყავი კარი გამეტეხა, რადგან ჩვენი თანამშრომლები ადვოკატების გარეშე დააკავეს" - რამ გააცეცხლა სააკაშვილი?! - კვირის პალიტრა

"იძულებული ვიყავი კარი გამეტეხა, რადგან ჩვენი თანამშრომლები ადვოკატების გარეშე დააკავეს" - რამ გააცეცხლა სააკაშვილი?!

უკრაინის გენერალური პროკურორის ბრძანებით, გენერალური პროკურატურის გამომძიებლები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში  ჩხრეკას ატარებენ, რომელიც უკავშირდება საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს 2012-13 წლებში.

„საგამოძიებო მოქმედებები ასევე ტარდება  ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია შავი დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს“, - განაცხადეს უკრაინის გენპროკურატურაში.

აღნიშნული ფაქტი ოდესის გუბერნატორმა მიხეილ საკაშვილმა გაპროტესტა, მომხდარს "სამარცხვინო პოლიტიკური დაკვეთა" უწოდა და გენპროკურორს იური ლუცენკოს გამომძიებლების გაყვანა მოსთხოვა. ამის ამსახველი ვიდეო "ფეისბუკში" ჟურნალისტმა რომან ბოჩკალამ გამოაქვეყნა. (წყარო)

"იძულებული ვიყავი კარი გამეტეხა, რადგან მათ ჩვენი თანამშრომლები ადვოკატების გარეშე დააკავეს. მათ დაარღვიეს კანონი. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური პროვოკაციაა", - განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორის თქმით, ამ "სამარცხვინო პოლიტიკურ დაკვეთას გენერალური პროკურატურის პროკურორები ასრულებენ".

იხილეთ ასევე: "რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას"