პოროშენკომ თავის შტატგარეშე მრჩევლად ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი დანიშნა - კვირის პალიტრა

პოროშენკომ თავის შტატგარეშე მრჩევლად ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი დანიშნა

"ბიბისის" ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის შტატგარეშე მრჩევლად ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი დანიშნა. რასმუსენი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტს 2014 წლის აგვისტომდე იკავებდა.

რასმუსენის შტატგარეშე მრჩევლად დანიშვნის შესაბამისი დოკუმენტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის სახელმწიფო დუმა უკვე გამოეხმაურა და მას მტრული ნაბიჯი უწოდა.

"ინტერპრესნიუსი"