"ვშიშობთ, რომ 700 მიგრანტი ზღვაში დაიღუპა" - კვირის პალიტრა

"ვშიშობთ, რომ 700 მიგრანტი ზღვაში დაიღუპა"

გაეროს ოფიციალური განცხადებით, ბოლო სამი დღის განავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 700 ადამიანი დაიხრჩო.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი კარლოტა სამი აცხადებს რომ, უბედური შემთხვევა ამ კვირაში ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დაფიქსირდა.

"ჯერ არ ვართ დარწმუნებულები, თუმცა ვშიშობთ, რომ 700 მიგრანტი ზღვაში დაიღუპა"- განაცხადა UNHCR-ის წარმომადგენელმა

ხმელთაშუა ზღვაში ორი გემი ჩაიძირა. პირველი ინციდენტისას მაშველებმა 500 მიგრანტი , მეორე შემთხვევისას კი 88 ადამიანი გადაარჩინეს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის ინფორმაციით, ამ წლის დასაწყისში ხმელთაშუა ზღვაში 40 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ამ კვირის დასაწყისში 5 600 მიგრანტი გადაარჩინეს.