ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მადრიდის "რეალის" 16 გულშემატკივარი მოკლეს - კვირის პალიტრა

ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მადრიდის "რეალის" 16 გულშემატკივარი მოკლეს

“მადრიდის რეალი” მწუხარებას გამოთქვამს ერაყში ტერორისტების საშინელი თავდასხმის გამო, რომლის დროსაც კლუბის 16 გულშემატკივარი დაიღუპა, ხოლო 20 მძიმედ დაშავდა. კლუბი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს.

"პატივისცემის ნიშნად, რეალის ფეხბურთელები, მოედანზე შავი ლენტებით გამოვლენ” - ნათქვამია კლუბის ”ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

უბედური შემთხვევა 28 მაისის ღამეს, ქალაქ ბაქუბში, ბაღდადთან ახლოს მოხდა. როგორც Daily Star-ი აქვეყნებს. ტერორისტები იმ შენობაში შეიჭრნენ, სადაც გულშემატკივრები ფეხბურთს უყურებდნენ. მათ ყოველგვარი ჩხუბისა თუ გაფრთხილების გარეშე მშვიდობიან მოქალაქეებს სროლა აუტეხეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო გადმოსცემს, დაშავებულები 18-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან.

13 მაისს მომხდარი თავდასხმის ამსახველი ფოტო როგორც აღმოჩნდა, ინციდენტში დამნაშავეები ტერორისტული დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები არიან.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მილანში ”სან-სიროს” სტადიონზე გაიმართა, ერთმანეთს მადრიდის რეალი და ატლეტიკო შეხვდნენ. სწორედ ამ თამაშს გულშემატკივრობდნენ ერაყის მოქალაქეებიც.

მსგავსი ინცინდენტი 13 მაისსაც მოხდა, მაშინ ტერორისტმა შაჰიდის ქამარიც კი გამოიყენა და შენობა ააფეთქა.

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ