"დაღუპულთა შორის 7 ბავშვია" - რუსეთი ავიადარტყმებს აგრძელებს?! - კვირის პალიტრა

"დაღუპულთა შორის 7 ბავშვია" - რუსეთი ავიადარტყმებს აგრძელებს?!

ლონდონში სირიის მონიტორინგის ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, რუსული სამხედრო ძალების შეტევის შედეგად ქალაქ იდლიბში 23 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ცენტრის ინფრომაციით, ეს ყველაზე ძლიერი შეტევაა, რომელიც რუსეთის მხარემ თებერვლის შემდეგ განახორციელა.

აქტივისტის ინფორმაცით, ერთ ჭურვი საავადმყოფოს დაეცა. მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა რამი აბდულჰამმა განაცხადა, რომ "დაღუპულთა შორის 7 ბავშვია", ხოლო საჰაერო დარტყმების დროს დაშავებულთა რიცხვი ჯერ კიდე დაუზუსტებელია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ არავითარი დაბომბვა არ ყოფილა.

„არანაერი საბრძოლო დავალება, მით უმეტეს საჰაერო დაბომბვები რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს იდლიბში არ განუხორციელებია. მოგიწოდებთ, რომ უფრო კრიტიკულად შეაფასოთ ის საშინელი ინფორმაცია, რომელსაც "როიტერისა" და "სირიაში ადამიანის უფლებების დაცვის" ორგანიზაციის ტანდემი ავრცელებს“.

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ