რვა არასრულწლოვანი სირიელი ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულს 108-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

რვა არასრულწლოვანი სირიელი ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულს 108-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თურქეთში, გაზიანთეფის ლტოლვილთა ბანაკში მომუშავე 29 წლის მამაკაცს სასამართლომ 108 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "როიტერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს რვა არასრულწლოვანი სირიელი ბიჭის გაუპატიურება ედება ბრალად.

ბრალდებული ლტოლვილთა ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა და მცირეწლოვნებზე 3 თვის განმავლობაში ძალადობდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა სასამართლოში ბრალდება არ უარყო და განმარტა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს 1 დოლარის ოდენობის თანხას უხდიდა. მან ასევე განაცხადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში ბანაკის მენეჯერები და სხვა თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი.

შემთხვევას თურქეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გაზიანთეფის მიგრანტთა ბანაკს 14 ათასი ლტოლვილი აფარებს თავს. აპრილში აქ მცხოვრები თავშესაფრის მაძიებლები გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ მოინახულეს.