ერთდროულად რამდენიმე მანქანა აფეთქდა?! - თურქეთში მორიგი აფეთქებისას 3 ადამიანი გარდაიცვალა და 30-ზე მეტი დაშავდა - კვირის პალიტრა

ერთდროულად რამდენიმე მანქანა აფეთქდა?! - თურქეთში მორიგი აფეთქებისას 3 ადამიანი გარდაიცვალა და 30-ზე მეტი დაშავდა

თურქეთში, ქალაქ მიდიატში პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 30-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან 1 სამართალდამცველი, 2 კი - სამოქალაქო პირია.

როგორც ცნობით, პოლიციის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთდროულად რამდენიმე მანქანა აფეთქდა.

აფეთქების შემდეგ სამართალდამცველებსა და თავდამსხმელებს შორის სროლა მოხდა. ადგილზე მობილიზებულია უშიშროების ძალების დამატებითი ქვედანაყოფები.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ქურთთა მუშათა პარტიას დააკისრა, თუმცა პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შეგახსნებთ, რომ გუშინ სტამბოლში ავტობუსის გაჩერებასთან მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც აღმოჩნდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში დილით პიკის საათისას ამოქმედდა. თვითმხილველთა თქმით, აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც გაჩერებასთან საპოლიციო ავტობუსმა გაიარა.

იხილეთ ასევე: მორიგი აფეთქება სტამბოლში - გარდაცვლილია 11 ადამიანი