„ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფა ალ-ბაღდადი დაჭრეს? - კვირის პალიტრა

„ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფა ალ-ბაღდადი დაჭრეს?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწფოს" ხალიფა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი და ტერორისტული დაჯგუების სხვა მეთაურები კოალიციის მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევისას დაიჭრნენ. კოალიციამ საჰაერო შეტევა ერაყი-სირიის საზღვარზე განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

„როიტერის“ ცნობით,  კოალიცია ზუსტ ინფორმაციას ამ დრომდე ვერ ავრცელებს. ამერიკის სამხედრო ძალების მეთაურის კრის გარვერის განცხადებით, მიიღეს შეტყობინება „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის დაჭრის შესახებ, თუმცა ინფორმაციას ჯერ ვერ ადასტურებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ტელევიზია Alsumaria პროვინცია ნაინავაში მომხდარი შეტევის გასაშუქებლად გაიგზავნა და სწორედ მათ გაავრცელეს ხალიფას დაჭრის ინფორმაციაც.

წყარო

თარგმნა ეკა გადახაბაძემ