გეი-კლუბში უცნობი შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა - თავდასხმას ორლანდოში სულ ცოტა 20 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

გეი-კლუბში უცნობი შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა - თავდასხმას ორლანდოში სულ ცოტა 20 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება. როგორც ორლანდოს პოლიციის უფროსმა ჯონ მინამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდასხმას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 42 კი დაიჭრა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. მისი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ბოლო ინფორმაციით, ღამის საათებში, ორლანდოში მდებარე გეი-კლუბში უცნობი შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურ ბიუროში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა რადიკალურ ტერორიზმს უკავშირდება.