ტერორისტი ფეხსაცმლის მეშვეობით ამოიცნეს - თურქეთის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა დადგენილია?! - კვირის პალიტრა

ტერორისტი ფეხსაცმლის მეშვეობით ამოიცნეს - თურქეთის ტერაქტების ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა დადგენილია?!

28 ივნისს თურქეთში, სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაიღუპა 41 ადამიანი, 239 კი დაშავდა. (იხ: ტერორისტმა "კალაშნიკოვის" ავტომატიდან გაისროლა, შემდეგ კი თავი აიფეთქა - სტამბოლის ტერაქტში დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა)

გამოცემა „Hurriyet“ ერთ-ერთი სავარაუდო ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც სტამბოლის აეროპორტის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მისი ამოცნობა ფეხსაცმლის მეშვეობით მოხდა. მას ზამთრის ქურთუკი აცვია.

გამოცემის ინფორმაციითვე, არსებობს კიდევ ერთი თვითმკვლელი ტერორისტის ფოტო, რომელიც კამერამ სროლის დროს დააფიქსირა.

იხილეთ ასევე: "არ ვიცოდით, ვინ საით გავრბოდით" - რას ჰყვებიან ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის თვითმხილველი ქართველები