ქაბულში ტერაქტის შედეგად 40 ოფიცერი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ქაბულში ტერაქტის შედეგად 40 ოფიცერი დაიღუპა

ვღანეთის დედაქალაქ ქაბულის გარეუბანში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 40 ოფიცერი დაიღუპა, ვრცელდება ინფორმაცია უამრავ დაშავებულზე.

„ბიბისი“-ს ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი ავტობუსი გახდა, რომელშიც პოლიციის აკადემიის კურსანტები იმყოფებოდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია 2 აფეთქების შესახებ, აქედან ერთ-ერთი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, რომელმაც დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ექსტრემისტულმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

"ინტერპრესნიუსი"