სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 უცხოელი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები დააკავეს - კვირის პალიტრა

სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 უცხოელი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

სტამბოლში განხორციელებულ ტერაქტთან შესაძლო კავშირებისთვის ამ დროისთვის 24 ადამიანია დაკავებული, აქედან 13, მათ შორის 4 უცხოელი, გუშინ დააკავეს.

თურქული გამოცემა Hurriyet Daily News-ის ინფორმაციით, კიდევ 11 პირი დააკავეს დღეს, რომელთა შორის რუსეთის მოქალაქეები არიან.

გამოცემის თანახმად, სტამბოლის პოლიციის კონტრტერორისტულმა ქვედანაყოფმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრების დასაკავებლად სპეცოპერაცია დღეს ჩაატარა.

როგორც გუშინ სააგენტო „როიტერი“ წერდა, სამი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები არიან.

„როიტერთან“ საუბარში ანანიმურმა წყარომ თურქეთის მთავრობიდან უარყო ინფორმაცია, რომ ტერაქტის ორგანიზატორი შესაძლოა, ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყოს.

"ინტერპრესნიუსი"