"უზარმაზარი სატვირთო დიდი სისწრაფით პირდაპირ ხალხში მირბოდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეტანა" - კვირის პალიტრა

"უზარმაზარი სატვირთო დიდი სისწრაფით პირდაპირ ხალხში მირბოდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეტანა"

ამჟამინდელი ინფორმაციით, სულ ცოტა 77 ადამიანი დაუღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა საფრანგეთში, ნიცაში მომხადრი თავდასხმისას, რომელიც უკვე შეფასდა ტერაქტად.

იხილეთ ფოტოგალერეა

მედიის ინფორმაციით, 20-მდე ადამინის მდგომარეობა კვლავ კრტიკულად მძიმეა. 14 ივლისს, გვიან საღამოს ტრაგედია ნიცის ე.წ. ინგლისის სანაპიროზე მაშინ დატრიალდა, როდესაც იქ შეკრებილი ათობით ათასი ადამიანი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფოიერვერკს ადევნებდა თვალს.

ფრანგი ჟურნალისტი დამიან ალმანი, რომელიც თავდასხმისას სანაპიროზე იმყოფებოდა, მომხდარს ასე აღწრს:

"ირგვლივ საზეიმო ატმოსფერო იყო, ვუყურებდით ლამაზ ფოიერვერკებს, ბავშვების წყალში ქვებს ისროდნენ... და სწორედ ამ დროს, მომენტალურად არია ყველაფერი, გამოჩნდა უზარმაზარი სატვირთო, რომელიც დიდი სისწრაფით პირდაპირ ხალხში მირბოდა და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეტანა. მესმოდა საშინელი ხმაური, ადამიანების განწირული ყვირილი, რასაც ვერასდროს დავივიწყებ. პარალიზებული ვიყავი, განძრევასაც კი ვერ ვახერხებდი..."

თვითმხილველთა მონაყოლი საშინელებათა ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საზღვაო კურორტზე დატრიალდა.

ბი-ბი-სი წერს, რომ სატვირთო მანქანამ დიდი სისწრაფით ხალხის მასაში თითქმის 2 კილომეტრი გაიარა, მძღოლი პოლიციელებმა მოკლეს. "ფრანს პრესი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოგვიანებით მანქანაში, ცეცხლსასროლ იარაღსა და ხელყუმბარასთან ერთად, ნიცაში მცხოვრები ტუნისური წარმოშობის 31 წლის მამაკაცის დოკუმენტები იპოვეს.

"ვერ ვუარყოფთ, რომ ნიცაში მომხდარი ტერორიზმს უკავშირდება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტა ფრანსუა ოლანდმა სპეციალური ტელემიმართვისას. მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, რომელმაც დაგმო დატრიალებული ტრაგედია და საფრანგეთს გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.

ფოტოგალერეა