ვინ არის ფეთჰულლაჰ გიულენი და იქცევა თუ არა ის აშშ-ისა და თურქეთის დაპირისპირების მიზეზად?! - კვირის პალიტრა

ვინ არის ფეთჰულლაჰ გიულენი და იქცევა თუ არა ის აშშ-ისა და თურქეთის დაპირისპირების მიზეზად?!

"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს ფეთჰულლაჰ გიულენს, არ იქნება თურქეთის მეგობარი და ჩაითვლება, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ომში ჩართული", - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდლობასთან კავშირში ამერიკაში გახიზნულ თურქი სასულიერო ლიდერი და საზოგადო მოღვაწე ფეთჰულლაჰ გიულენი დაადანაშაულა. 75 წლის გიულენი წლებია უკვე პენსილვანიაში ცხოვრობს. თავის დროზე რეჯებ ტაიპ ერდოღანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მის მხარდამჭერადაც კი მიიჩნეოდა, თუმცა ურთიერთობა ნელ-ნელა დაეძაბათ და დღეს ის ოფიციალური ანკარის მიერ ქვეყნის ნომერ პირველ მტრად არის გამოცხადებული.

მას მშობლიურ ქვეყანაში ბევრი მიმდევარი ჰყავს, მათ შორის პოლიციასა და სასამართლო სისტემაში. ის გადატრიალების მცდელობიდან მალევე დაადანაშაულა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა და აშშ-ს მისი ექსტრადაცია მოსთხოვა.

გიულენს თავის დროზე რეჯებ ტაიპ ერდოღანთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მის მხარდამჭერადაც კი მიიჩნეოდა

გიულენმა მომხდარი დაგმო და ბრალდებები კატეგორიულად უარყო:

"მკაცრად ვგმობ სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთში. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის და არა ძალადობის გზით. მე ვლოცულობ თურქეთისთვის, თურქეთის მოქალაქეებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თურქეთში იმყოფება, რომ სიტუაცია სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს.

ადამიანისთვის, რომელმაც ხუთი ათეული წლის განმავლობაში რამდენიმე სამხედრო გადატრიალება გამოიარა, განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია დადანაშაულება იმაში, რომ მას რაიმე კავშირი აქვს ასეთ მცდელობასთან. ბრალდებებს მე კატეგორიულად ვუარყოფ", - ნათქვამია მის განცხადებაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ს გიულენის ექსტრადირება მოსთხოვა. აშშ- ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კი განაცხადა, რომ ექსტრადირების საკითხის განხილვა მაშინ დაიწყებოდა, როდესაც თურქეთი გიულენის დამნაშავეობის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენდა. მოგვიანებით კერიმ კიდევ ერთი განცახდება გააკეთა და თურქეთში მომხდარ ამბოხში რაიმე კავშირი უარყო. ბი-ბი-სის ინფორმაციით, კერიმ განაცხადა, რომ ანკარას საჯარო განცხადებები ამასთან დაკავშირებით ზიანს აყენებს ნატო-ში ორი მოკავშირე ქვეყნის ურთიერთობას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან საუბრისას კერიმ ვაშინგტონის წინააღმდეგ ასეთი სახის ბრალდებებს აბსოლუტური სიცრუე უწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანმა გიულენთან სავარაუდო კავშირის მქონე 3000-მდე მოსამართლე და პროკურორი დაითხოვა, 140 მოსამართლე კი დააპატიმრა.

გიულენი საზოგადოებრივი მოძრაობა "ჰიზმეთის" დამფუძნებელია, ერდოღანის შფოთი მას შემდეგ დაიწყო, რაც დაინახა, რაოდენ ძლიერი გავლენა ჰქონდა ამ ორგანიზაციას თურქულ საზოგადოებაზე, მედიის, პოლიციისა და სასამართლო სისტემის ჩათვლით.

მომხრეები გიულენს  ხოჯა-ეფენდის უწოდებენ, რაც ბატონ მასწავლებელს ნიშნავს. სხვადასხვა უცხოური გამოცემების გამოკითხვების შედეგით, გიულენი 2009 წლიდან შედის მსოფლიოს 500 ყველაზე გავლენიან მუსულმანს შორის, 2013 წლიდან კი ჟურნალ "თაიმის" მიერ შეყვანილია მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა რიცხვში.

ის აშშ-ში 1999 წელს მკურნალობის მიზნით წავიდა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ამის შემდეგ 2000 წელს თურქეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც მტკიცებულებების არქონის გამო 2008 წელს დაიხურა.

თურქეთში 2013 წლის კორუფციული სკანდალის შემდეგ ერდოღანმა ის გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა და ამის საპასუხოდ

დაიწყო არმიის "გაწმენდა", დახურა "ჰიზმეთის" სკოლები, გაათავისუფლა ასობით პოლიციელი, ასევე დახურა გაზეთები, რომლებზეც ფიქრობდა, რომ გიულენის მიმართ სიმპათიით იყვნენ განწყობილი.

ემზარ მაკარიძე, თურქოლოგი, პროფესორი:

- ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხდარი ამერიკიდან იმართება და მასში აქტიურადა ჩართული ყოფილი თეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ფეთჰულაჰ გიულენი. გიულენი, როგორც გავლენიანი ფიგურა არ გახლავთ არც ერთი პარტიის წევრი, მისი მთავარი საზრუნავი იყო და არის ის, რომ რესპუბლიკურ თურქეთს არ გადაეხვია დემოკრატიული ფასეულობებისთვის და აქცენტი აეღო უფრო მეტად ევროპულ ფასეულობასა და განათლებაზე. ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთის საგანმათლებლო სისტემა 21-ე საუკუნის ხედვებზე იქნა მორგებული. საუბარი არ უნდა ყოფილიყო ტერიტორიების დამორჩილებაზე და ,,უფროსი ძმის" პოლიტიკის გატარებაზე. გიულენისადმი ამგვარი დამოკიდებულება ერდოღანს არანაირად არ წაადგება და შესაძლოა, ავნოს კიდეც 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში გიულენმა მოუწოდა თურქულ საზოგადოებას, რომ მხარი დაეჭირათ ერდოღანისათვის, რამაც გარკვეული როლი ითამაში მისი ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. მაგრამ, მათი ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც აქტიურად იჩინა თავი თურქეთში კორუფციის საკითხმა, რომელშიც ადანაშაულებდნენ უმაღლეს სახელისუფლებო წრეს. აღსანიშნავია, რომ თეოლოგი გიულენი თურქეთის სამთავრობო წითელ ცირკულარში ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელადაა შერაცხული. ვფიქრობ, რომ გიულენისადმი ამგვარი დამოკიდებულება ერდოღანს არანაირად არ წაადგება და შესაძლოა, ავნოს კიდეც. (წყარო)

გახდება თუ არა გიულენი აშშ-სა და თურქეთის სერიოზული დაპირისპირების მიზეზი ამას უახლოესი მომავალი გვიჩბენებს. აქვე გთავაზობთ ფეთჰულლაჰ გიულენის სტატიას, რომელიც ფრანგულ გაზეთ Le Monde- ში შარშან დეკემბერში გამოქვეყნდა.

"მუსულმანებმა რადიკალიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ!"

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

ემზარ მაკარიძე, თურქოლოგი, პროფესორი:

- ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხდარი ამერიკიდან იმართება და მასში აქტიურადა ჩართული ყოფილი თეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ფეთჰულაჰ გიულენი. გიულენი, როგორც გავლენიანი ფიგურა არ გახლავთ არც ერთი პარტიის წევრი, მისი მთავარი საზრუნავი იყო და არის ის, რომ რესპუბლიკურ თურქეთს არ გადაეხვია დემოკრატიული ფასეულობებისთვის და აქცენტი აეღო უფრო მეტად ევროპულ ფასეულობასა და განათლებაზე. ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთის საგანმათლებლო სისტემა 21- საუკუნის ხედვებზე იქნა მორგებული. საუბარი არ უნდა ყოფილიყო ტერიტორიების დამორჩილებაზე და ,,უფროსი ძმისპოლიტიკის გატარებაზე. გიულენისადმი ამგვარი დამოკიდებულება ერდოღანს არანაირად არ წაადგება და შესაძლოა, ავნოს კიდეც 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში გიულენმა მოუწოდა თურქულ საზოგადოებას, რომ მხარი დაეჭირათ ერდოღანისათვის, რამაც გარკვეული როლი ითამაში მისი ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. მაგრამ, მათი ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც აქტიურად იჩინა თავი თურქეთში კორუფციის საკითხმა, რომელშიც ადანაშაულებდნენ უმაღლეს სახელისუფლებო წრეს. აღსანიშნავია, რომ თეოლოგი გიულენი თურქეთის სამთავრობო წითელ ცირკულარში ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელადაა შერაცხული. ვფიქრობ, რომ გიულენისადმი ამგვარი დამოკიდებულება ერდოღანს არანაირად არ წაადგება და შესაძლოა, ავნოს კიდეც.