"კიევში საშინელი ტრაგედია მოხდა" - ცნობილი ჟურნალისტი ააფეთქეს - კვირის პალიტრა

"კიევში საშინელი ტრაგედია მოხდა" - ცნობილი ჟურნალისტი ააფეთქეს

უკრაინაში ავტომობილის აფეთქების შედეგად ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი გარდაიცვალა.  „Украинская правда“-ს ინფორმაციით, 20 ივლისს დილით, მანქანა მაშინ აფეტქდა, როდესაც ჟურნალისტი სახლიდან გამოვიდა ადა ავტომობილით რამდენიმე მეტრი გაიარა. ტრაგედია ბოგდან ხმელიცკისა და ივან ფრანკოს ქუჩების კვეთაზე მოხდა. (წყარო)

ცნობილი გახდა ისიც, რომ აფეთქებული ავტომობილი „УКРАИНСКАЯ ПРАВДА“-ს ხელმძღვანელს ალიონა პრიტულს ეკუთვნოდა.თვითონ  მეპატრონე მანქანაში არ იმყოფებოდა და მას პაველ შერემეტი მართავდა.

შემთხვევის ადგილზე ამ დროსაც სამართალდამცავები მუშაობენ.

გარდაცვლილი ტელეჟურნალისტის სხვადასხვა დროს რუსული, უკრაინული და ბელორუსული მედიისთვის მუშაობდა. ის 1971 წელს მინსკში დაიბადა.

ბოლო 5 წელი შერემეტი კიევში ცხოვრობდა.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე უკრაინელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობას ეხმაურება.

როგორც პოროშენკო წერს, მან დაავალა სამართალდამცველებს მომხდარი დაუყონებლივ გამოიძიონ.

„კიევში საშინელი ტრაგედია მოხდა. შოკია - სხვა სიტყვას ვერ მოვუძებნი, პოლს პირადად ვიცნობდი, ვუსამძიმრებ ყველას, მის ოჯახს და იმათაც, ვისაც პოლი უყვარდა. სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ დანაშაული!

დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი. (წყარო)

უკრაინის შს სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით: "ჟურნალისტის მანქანაში ამოქმედდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, შესაძლოა ის დისტანციური მართვისაც ყოფილიყო. ასაფეთქებელი 400-დან 600 გრამამდე ტროტილს შეიცავდა"