დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე, დაშავებულთა შორის 25 პოლიციელია - ერევანში არეულობა გრძელდება - კვირის პალიტრა

დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე, დაშავებულთა შორის 25 პოლიციელია - ერევანში არეულობა გრძელდება

ხმაური გრძელდება სომხეთის დედაქალაქში. პოლიციის იმ შენობის სიახლოვეს, რომელიც მოყოლებული 17 ივლისიდან, შეიარაღებული ჯგუფის ხელშია, არეულობის შედეგად დაშავებულ 45 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

შეგახსენებთ, 17 ივლისს, პოლიციის შენობაზე თავდასხმის დროს, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა რამდენიმე. შეიარაღებულმა პირებმა მძევლად აიყვანეს პოლიციელები, რომელთაგან რამდენიმე მოგვიანებით გაათავისუფლეს. (იხილეთ)

არეულობა 20 ივლისის საღამოს დაიწყო, როდესაც შენობასთან პოლიციაში შეჭრილების პოლიტიკური მხარდამჭერები მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ პლაკატები მემრაჯვენე-რადიკალური მოძრაობის დამფუძნებლის ჟერაირ სეფილიანის გათავისუფლების მოთხოვნით, შეგახსენებთ, სწორედ ესაა შეიარაღებული ჯგუფის მთავარი მოთხოვნაც, თუმცა ამასთანავე, ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომასა და მთავრობის დაშლას. სეფილიანი ივნისში დააკავეს. მის მხარდასაჭერად მისულებმა, ოფიციალური ინფორმაციით, ქვები ესროლეს პოლიციელებს, საპასუხოდ კი ცრელმლსადენი გაზი მიიღეს. დაკავეულია აქციის ათობით მონაწილე, დაშავებულთა შორის 25 პოლიციელია.

შეგახსენებთ, სამართლადამცავებს პოლიციის შენობა ალყაში ჰყავთ უკვე რამდენიმე დღეა, თუმცა შტურმის დაწყებას არ ჩქარობენ. 20 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს სომეხი სამართალდამცავების დასახმარებლად რუსეთიდან სპეცდანიშნულების რაზმი ჩავიდა, თუმცა ამ ინფორმაციას სომხეთის ხელისუფლება არ ადასტურებს. ვითარება ერევანში კვლავ დაძაბულია.

იხილეთ ასევე: "სამოქალაქო ომი სომხეთს კატასტროფამდე მიიყვანს"