გერმანიაში სირიელმა მიგრანტმა, რომელსაც მუსიკალურ ფესტივალზე დასწრების უფლება არ მისცეს, თავი აიფეთქა - კვირის პალიტრა

გერმანიაში სირიელმა მიგრანტმა, რომელსაც მუსიკალურ ფესტივალზე დასწრების უფლება არ მისცეს, თავი აიფეთქა

გერმანიაში სირიელმა მიგრანტმა თავი აიფეთქა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, შემთხვევა ბავარიის ფედერაციულ მხარეში მდებარე ქალაქ ანსბახში მოხდა.

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 27 წლის სირიელმა მიგრანტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ აამოქმედა, რაც უფლება არ მისცეს მუსიკალურ ფესტივალს დასწრებოდა, რომელიც ქალაქში, ღია ცის ქვეშ იმართებოდა.

სირიელმა მიგრანტმა თავი სწორედ იმ ტერიტორიის მახლობლად აიფეთქა, სადაც ფესტივალი ტარდებოდა.

დაშავდა 12 ადამიანი. აფეთქების ადგილიდან დაახლოებით 2 500 ადამიანის ევაკუაციაც განხორციელდა.

ეს ბავარიაში ერთ კვირაში მომხდარი თავდასხმის მესამე შემთხვევაა.

"ინტერპრესნიუსი"