დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 19 ადამიანი მოკლა - ბოლო წლების ყველაზე საშინელი მკვლელობა იაპონიაში - კვირის პალიტრა

დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 19 ადამიანი მოკლა - ბოლო წლების ყველაზე საშინელი მკვლელობა იაპონიაში

იაპონიაში, ტოკიოს მახლობლად, კანავარას პრეფექტურის ქალაქ საგამიჰარაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრზე თავდასხმას სულ ცოტა 19 ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაზიანდა.

თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული და ამჟამად უკვე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ის 26 წლის იაპონელია, რომლის პოლიციის განყოფილებაში თავისი ფეხით მივიდა და სამართალდამცავებს ჩაბარდა. პოლიცია მის სახელს არ ახმაურებს, ერთადერთი ცნობილია, რომ ის ადრე ერთ-ერთ ამგვარ ცენტრში მუშაობდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თავდასხმები იაპონიაში ძალიან იშვიათია. იაპონურმა მედიამ მომხდარი უკვე შეაფასა ბოლო წლების ყველაზე საშინელ მკვლელობად.

ბოლოს მსგავსი თავადასხმა დანით ტოკიოს ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაში 2008 წელს მოხდა, რომლის დროსაც 7 ადამიანი მოკლეს, 10 კი დაჭრეს.

წყარო