საფრანგეთში ეკლესიაზე თავდასხმისას სასულიერო პირი დაიღუპა - კვირის პალიტრა

საფრანგეთში ეკლესიაზე თავდასხმისას სასულიერო პირი დაიღუპა

მძევალი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში მდებარე ეკლესიაზე თავდასხმის დროს დაიღუპა, სასულიერო პირი იყო. ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისი“ იტყობინება.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორი შეიარაღებული მამაკაცი ეკლესიაში მსახურების დროს შეიჭრა და იქ მყოფი სასულიერო პირი, ორი მონაზონი და მრევლის წევრები მძევლად აიყვანა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიციის ძალები და ისმოდა სროლის ხმა.

სამართალდამცველებმა ორივე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

გარდაცვლილი 92 წლის მღვდლის შესხებ ადგილობრივი მცხოვრები საუბრობს:

"ჩემი ოჯახი აქ 35 წელია ცხოვრობს, მას არა მხოლოდ მრევლი, მთელი ქალაქი დიდ პატივს სცემდა"

"ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს", რომელმაც ომი გამოგვიცხადა. ეს ომი კი ჩვენ ყველა კანონის დაცით უნდა ვაწარმოოთ" - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა ტრაგედიის ადგილზე მისვლისას.