დაპირისპირება ერევანში - სამართალდამცავ ორგანოებს გაგიკ ეგიაზარიანი და არამ აკოპიანი ჩაბარდნენ - კვირის პალიტრა

დაპირისპირება ერევანში - სამართალდამცავ ორგანოებს გაგიკ ეგიაზარიანი და არამ აკოპიანი ჩაბარდნენ

"პოლიციის თანამშრომლებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის ორმხრივი სროლაც მოხდა"

ერევანში სამართალდამცველებმა შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებული საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დაკავებები განახორციელეს. „ინტერფაქსის“ ცნობით, პოლიციამ 30-მდე ადამიანი დააკავა. სამართალდამცავებმა ქვეყნის პრეზიდნტის სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნის შემცველი ბანერებიც ჩამოხიეს.

სომხეთის პოლიციის პრესსპიკერის აშოტ აგარონიანის განმარტებით, შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი პოლიციის თანამშრომლებს ჩაბარდა.

„სამართალდამცავ ორგანოებს გაგიკ ეგიაზარიანი და არამ აკოპიანი ჩაბარდნენ. პოლიციის თანამშრომლებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის ორმხრივი სროლაც მოხდა, რომლის შედეგადაც პოლიციის თანამშრომელი და შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი დაშავდა“, - განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა.

აშოტ აგარონიანის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

იხილეთ ასევე: "აქ არ არის დამოუკიდებელი სასამართლო და პრესა, ბიზნესი კონტროლდება..." - რითი დასრულდება "სასუნელი შერეკილების" ბუნტი სომხეთში?!