არეულობა ერევანში - ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაიღუპა - კვირის პალიტრა

არეულობა ერევანში - ორმხრივი სროლის შედეგად, ერთი სამართალდამცველი დაიღუპა

ბი -ბი -სის ინფორმაციით, ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებულ პოლიციის განყოფილებასთან ახლოს სროლა ისმის, რის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა.

"მანქანაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი 30 წლის იურა ტეპანოსიანი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა. ავტომანქანა პოლიციის სამმართველოს შენობიდან 400 მეტრის დაშორებით იდგა", -განცხადა პოლიციის პრესსპიკერმა აშოტ აღარუნიანმა.

შემთხვევამდე ორი საათით ადრე, პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

გუშინ ღამით სამმართველოს ტერიტორიასთან ახლოს პოლიციის თანამშრომლებსა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, მასობრივი დაკავება და ორმხრივი სროლაც მოხდა.

17 ივლისს შეიარაღებული დაჯგუფება ერევანში მდებარე პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა, ისინი დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტის ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას მოითხოვენ.

"ონტერპრესნიუსი"