სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს - კვირის პალიტრა

სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი "მი-8" სირიის პროვინცია იდლიბში ჩამოაგდეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენს ცეცხლი მიწიდან გაუხსნეს, როდესაც ის ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ბრუნდებოდა.

”ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრი და სირიაში მეომარი მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ორი ოფიცერი. რუსი სამხედრო მოსამსახურეების ბედი ახლა ზუსტდება”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ტელეარხ ალ-არაბიას ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

წყარო