Gazeta Wyborcza - რუსეთი დიდი ომისთვის ემზადება - კვირის პალიტრა

Gazeta Wyborcza - რუსეთი დიდი ომისთვის ემზადება

"რუსეთი დიდი ომისთვის ემზადება" - სტატიას ამ სათაურით გავლენიანი პოლონური გამოცემა Gazeta Wyborcza აქვეყნებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ანონიმური წყარო გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ მოსკოვმა უკრაინის საზღვართან დაიწყო 200 ათასი ჯარისკაცის განლაგება და სარაკეტო-საჰაერო ძალების კონცენტრაცია.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ "ნატო-სა და უკრაინის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო" რუსეთის სამხრეთ რეგიონში შეიქმნა ახალი არმია, რომელიც 4 დივიზიისგან და 9 ბრიგადისგან შედგება, აქედან 2 ბრიგადა "ისკანდერის" ტიპის რაკეტებით არის აღჭურვილი.

რუსი სამხედრო ექსპერტის, რუსლან პუხოვის ცნობით, რუსეთი სამხედრო ძალების კონცენტრაციას ზრდის არამხოლოდ უკრაინის მიმართულებით, არამედ ბელორუსის საზღვართანაც და ბალტიისპირეთისა და პოლონეთის სიახლოვეს.

Gazeta Wyborcza აღნიშნავს, რომ მალე რუსეთი ყოველწლიურ მასტაბურ სამხედრო სწავლებას, "კავკაზ 2016"-საც იწყებს, რომელშიც რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის - სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარები მიიღებენ მონაწილეობას.

"ინტერპრესნიუსი"