თურქეთში აფეთქებისას 7 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა - კვირის პალიტრა

თურქეთში აფეთქებისას 7 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა

თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთს ქალაქ დიარბაქირში პოლიციის შენობასთან ავტომობილი აფეთქდა. დაშავებულთა რაოდენობა 70 ადამიანს გადააჭარბა, მათ შორისაა 20 პოლიციელი.

„ალ ჯაზირა“ კი 7 დაღპულზე ლაპარაკობს.

ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთერება იყო დამონტაჟებული, ირანის საზღვართან მდებარე პოლიციის შენობასთან აფეთქდა. სააგენტოების ცნობით, უბედური შემთხვევა შეიძება ქურთისტანის მუშათა პარტიას უკავშირდებოდეს, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სიტუაცია მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა. (წყარო)