საზარელ ტარგედიად ქცეული ქორწილი - კვირის პალიტრა

საზარელ ტარგედიად ქცეული ქორწილი

აფეთქებას თურქეთში სულ ცოტა 30 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხერთით მდებარე ქალაქ გაზიანთეფში მძლავრი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ ცოტა 30 ადამიანი დაუღუპა, 100-მდე კი დაშავდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც ხალხმრავალი ქორწილის სტუმრები დღესასწაულს ღია ცის ქვეშ აღნიშნავდნენ.

ქალაქი, სადაც აფეთქება მოხდა ძირითადად ქურთებითაა დასახლებული და სირიის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. ბი-ბი-სის კორესპონდენტის ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთით, სწორედ ქალაქ გაზიანთეფის სიახლოვეს, ამჟამად მიმდინარებს სამკვდრო-სასიცოცხლო შეტკებები ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებსა და ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს შორის. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ აფეთქება სწორედ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ უნდა იყოს ორგანიზებული.

თურქეთი წელს უკვე არაერთგზის გახდა ტერორისტთა სამიზნე, მარტო მიმდინარე კვირას, გაზიანთეფის ტრაგედიის ჩათვლით, 4 აფეთქება მოხდა. (წყარო)

იხლეთ ასევე: "ისლამურმა სახელმწიფომ" იმ დღეს პირველად იგემა რას ნიშნავს შაჰიდების თავდასხმა" - ქალები, რომლებიც სირიის ომმა გმირებად აქცია