"ნახევარი ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული" - დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში - კვირის პალიტრა

"ნახევარი ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული" - დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი.

სტიქიის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ რეგიონში, ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით 76 კილომეტრში, დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგთა თქმით, ბიძგები მიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში შეიმჩნეოდა.

სტიქიის შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქებს. როგორც იტალიურ რადიოს ქალაქ ამატრიჩეს მერმა უთხრა, "ნახევარი ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული,  მოწყვეტილია საავტომობილო გზები, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილი".

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა სოფლებიდანაც. მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირხეოდა.

წყარო