თურქეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ახალ ოპერაციას იწყებს - კვირის პალიტრა

თურქეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ახალ ოპერაციას იწყებს

თურქეთმა სირიის საზღვართან მდებარე ქალაქის ჯერაბლუსის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთაგან გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. როგორც ცნობილია, ოპერაცაში მძიმე არტილერია, საჰაერო და სახმელეთო ძალები მონაწილეობენ.

საჰაერო დარტყმების შემდეგ, რომლიც კოალიციის ვერტმფრენებით განხორციელდება, თურქეთი სახმელეთო დარტყმების გნსახორციელებლად “სპერციალურ ოპერატიულ ჯგუფს“ გამოიყენებს.

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ - ს ცნობით: „ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი, მიგრანტების ახალი ტალღის შეჩერება, ჰუმანიტარული დახმარების ქალაქში შეტანა და ქალაქის ტერორისტებისგან გათავისუფლებაა“. (წყარო)

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თურქი სამხედროები სირიის ტერიტორიაზე ჯერ არ შესულან.

ქალაქი ჯერაბლუსი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 2012 წელს დაიკავეს, თურქეთ-სირიის საზღვრიდან 1 კილომეტრში მდებარეობს.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ