"ჯერ ერთი მხრიდან წამოიქცა კედელი, შემდეგ მეორე მხრიდან და ზედ ჩემს ფეხებთან დაეცა" - რას ჰყვებიან მიწისძვრას გადარჩენილები? - კვირის პალიტრა

"ჯერ ერთი მხრიდან წამოიქცა კედელი, შემდეგ მეორე მხრიდან და ზედ ჩემს ფეხებთან დაეცა" - რას ჰყვებიან მიწისძვრას გადარჩენილები?

იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი 6,2 ბალიანი მიწისძვირს შედეგად, ბოლო მონაცემებით სულ ცოტა 38 ადამიანი დაიღუპა, სამართალდამცავთა ინფორმაციით, 150-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

ქალაქ ამატრიჩეს მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ქალაქის ცენტრში ჩამოინგრა მაღალსართულიანი შენობები, ნანგრევებში კი ხალხია მოყოლილი. ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მერის სერჯიო პეროჩის სიტყვებით, - „ნახევარი ქალაქი გაქრა“.

იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ცნობით, რომში 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა ძლიერი ბიძგები.

ქალაქ აკუმოლიში კი ნანგრევებში 4 კაციანი ოჯახი მოჰყვა და დაიღუპა.

ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში სილვანა ჰემრი მიწისძვრას ასე იხსენებს:

„ლოგინმა პრაქტიკულად ხტუნვა დაიწყო, ვცადე ფეხზე წამოდგომა, მაგრამ მაშინვე წავიქეცი. ჩვენ ეპიცენტრიდან დაახლოებით 80 კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობთ, მაგრამ აქაც საშინელი რყევები იგრძნობოდა“.

მარია ჯიანი: „ჯერ ერთი მხრიდან წამოიქცა კედელი, შემდეგ მეორე მხრიდან და ჩამონგრეული მხარე ზედ ჩემს ფეხებთან დაეცა. ოთახის ერთ კუთხეში უეცრად ჭერიც ჩამოვარდა, ძლივს მოვახერხე შენობიდან გამოღწევა“. (წყარო)

„მიწისძვრა იტალიის დროით ღამის 3 საათზე მოხდა, შეშინებული ხალხი ქუჩაში გამორბოდა, უმეტესი ნაწილი ღია ცის ქვეშაა დარჩენილი. ამ მიწისძვრის სიმბოლო ალბათ საკათედრო ტაძრის სამრეკლო აღიქმება, რომელიც ჩამოინგრა და საათი 3:33 დროზე გაჩერდა“,  - განაცხადა იტალიაში მყოფმა ალექსეი ბუკალოვმა

იხილეთ ასევე: "ნახევარი ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული" - დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში

მოამზადა ეკა გადახაბაძემ