"დაგვეხმარეთ, სროლა სულ უფრო და უფრო ახლოვდება, შესაძლოა ეს ჩემი უკანასკნელი პოსტიც არის" - კვირის პალიტრა

"დაგვეხმარეთ, სროლა სულ უფრო და უფრო ახლოვდება, შესაძლოა ეს ჩემი უკანასკნელი პოსტიც არის"

რამდენიმე საათის წინ, შეიარაღებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ ამერიკულ უნივერსიტეტს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში.

თვითმხილველთა თქმით,  იმ რაიონში, სადაც უნივერსიტეტია, თავდაპირველად აფეთქების ხმა გაისმა, რასაც სროლა მოჰყვა, რის შემდეგაც ტერორისტები საუნივერსიტეტო კომპლექსის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი საბრძოლო მოქმედებაში თვითმკვლელმა მოიყვანა. უნივერსიტეტი გარშემორტყმულია უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებით, შენობაში კი რჩებიან სტუდენტები და მასწავლებლები. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

"ერთ-ერთ აუდიტორიაში ვარ ჩაკეტილი რამდენიმე სტუდეტთან ერთად", - განაცხადა ერთ-ერთმა შენობაში მყოფმა ახალგაზრდამ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას, მისი თქმით, - შენობაში ისმის აფეთქებისა და სროლის ხმა.

არსებული ინფორმაციით, ერთი სტუდენტი გარდაცვლილია, 14 კი - დაჭრილი.

შენობაში დარჩენილები დახმარებას სოციალური ქსელებით ითხოვენ.

მოჰამედ ალ ქასემი "ფეისბუკში" წერს: "უნივერსიტეტი თალიბანის თავდასხმის მსხვერპლია, ჩვენ შენობაში ვარ, ყველას დაგვხოცავენ".

მასაუდინ ჰუსეინი კი "ტვიტერში წერს: "დაგვეხმარეთ, სროლა სულ უფრო და უფრო ახლოვდება, შესაძლოა ეს ჩემი უკანასკნელი პოსტიც იყოს".

ორი კვირის წინ სწორედ ამ უნივერსიტეტის ორი - ამერიკელი და ავსტრალიელი თანამშრომელი გაიტაცეს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა. დაკარგულთა ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

უნივერსიტეტი, რომელმაც პირველად 2005 წელს გაუხსნა კარი სტუდენტებს არაკომერციული, კერძო სასწავლო დაწესებულებაა და მასში ამჟამად 1700 სტუდენტი იღებს განათლებას.

იხილეთ ასევე: /30 დაღუპული, მათ შორის 7 სტუდენტი - ავღანეთში მშვიდობა კვლავაც აუხდენელ ოცნებად რჩება