მოსკოვში ხანძრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა - კვირის პალიტრა

მოსკოვში ხანძრის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

რუსული პრესის ცნობით, ძლიერი ხანძარი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.

"მეხანძრეებმა, ცეცხლის ჩაქრობისას შენობა აღმოაჩინეს, მათ კედელი შეანგრიეს და 16 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

სააგენტო "ინტერფაქსი " წერს, რომ დაღუპულთა უმრავლესობა დსთ-ს ქვეყნიდან ჩასული პირია. როგორც შემდეგ გაირკვა, მეხანძრეებმა 12 ადამიანი გადაარჩინეს, ზოგიერთს დამწვრობა აქვს მიღებული.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.