7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა ახალ ზელანდიაში, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე - კვირის პალიტრა

7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა ახალ ზელანდიაში, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი ზელანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ გისბორნიდან 169 კილომეტრს მოშორებით, ზღვაში, 55 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მთელ სანაპირო ზოლსა და მიმდებარე კუნძულებზე გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე. შესაბამისად, სამოქალაქო თავდაცვის სამსახურები ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებთ აფრთხილებენ მოსალოდნელი საშიშროების თაობაზე და სთხოვენ მიაშურონ შედარებით მაღალ ადგილებს.  რამდენიმე პატარა დასახლების მცხოვრებლები ხელისუფლებას ევაკუაციაშო დახმარებას სთხოვენ. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 4 საათსა და 37 წუთზე მოხდა. ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი სრულადაა გააქტიურებული.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წყარო