დღეს აშშ-ში პირველი საპრეზიდენტო დებატები გაიმართება - წინასწარი მონაცემებით: კლინტონი - 47 %, ტრამპი - 33% - კვირის პალიტრა

დღეს აშშ-ში პირველი საპრეზიდენტო დებატები გაიმართება - წინასწარი მონაცემებით: კლინტონი - 47 %, ტრამპი - 33%

2016 წელი აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა უნდა აირჩიოს რიგით 45-ე პრეზიდენტი.

26 სექტემბერს ქვეყანაში პირველი საპრეზიდენტო დებატები გაიმართება. აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი პირველი დებატების წინ, პოპულარობით, რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს 2 %-ით უსწრებს. ამას მოწმობს ტელეკომპანია "ეი-ბი-სი"-სა და "ვაშინგტონ პოსტის" ერთობლივი გამოკითხვები. შედეგებმა აჩვენა, რომ 46 % ხმას კლინტონს მისცემდა, 44 % კი - ტრამპს.

გამოკითხულებისგან ასევე, აინტერესებდათ, ვინ გაიმარჯვებს დებადეტებისას. 47 %-ის აზრით, გამარჯვებული ჰილარი კლინტონი იქნება, 33% კი გამარჯვებას ტრამპს უწინასწარმეტველებს.

მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩვენებში რესპუბლიკური პარტიას წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაგნატი დონალდ ტრამპი, დემოკრატიულს კი - ამერიკის ყოფილი პირველი ლედი და ყოფილი სახემწიფო მდივანი - ჰილარი კლინტონი. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამადე სკანდალურად ცნობილი მილიარდერის შესაძლო წარმატებაზე აშშ-ში ბევრს ხუმრობდნენ, თუმცა შიდაპარტიული არჩევნების შედეგები განსხვავებული აღმოჩნდა - ტრამპმა რამდენიმე შტატში გამარჯვება მოიპოვა, მისი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა,  მას შემდეგ ბევრისთვის მოულოდნელად, რაც ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა კრის კრისტიმ მხარი მას დაუჭირა. რაც შეეხება ჰილარი კლინტონს ის პარტიის შიგნით უპირობო ლიდერი თავიდანვე იყო.

აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კლინტონი გამარჯვების შემთხვევაში შესანიშნავი პრეზიდენტი იქნება. თუ მან მართლაც მოპოვა წარმატება  ჰილარი აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდნეტი იქნება. მას შემდეგ, რაც დასავლურ პრესაში ჰილარი კლინტონის ავადმყოფობაზე ალაპარაკდნენ, გაჩნდა სტატიები, სადაც უკვე დემოკრატიული პარტიის სათადარიგო კანდიდატის შესახებ დაიწყეს ლაპარაკი. "ტელეგრაფი" ირწმუნებოდა, რომ თუკი ჯამრთელობის მდგომარეობის გამო ჰილარი კლინტონი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, მას ჯო ბაიდენი ან ბერნი სანდერსი ჩაანაცვლებდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს საჭირო არ გახდება. ჰილარი კვლავაც საბრძოლო ფორმაშია!

მსოფლიო პრესა ბევრს წერს, რომ დებატები კანდიდატებს შორის, სავარაუდოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდება, ასევე განსაკუთრებით დიდი

მოლოდინია იმისა, თუ როგორ წარმოაჩენს თავს ექსცენტრულობით ცნობილი დონალდ ტრამპი.

მოამზადა ანა ჩხოტუამ