"სამი ადამიანის" შვილი - გადატრიალება მეცნიერებაში - კვირის პალიტრა

"სამი ადამიანის" შვილი - გადატრიალება მეცნიერებაში

პირველი ბავშვი დაიბადა, რომლის ჩასახვისას გამოიყენეს ახალი ტექნიკა ე.წ. "სამი ადამიანი". უკვე ხუთი თვის ბიჭუნა, როგორც დედ-მამის დნმ-ს, ასევე მცირედ მოხალისე დონორის გენეტიკურ კოდს ატარებს.

ამერიკელმა მეცნიერებმა ამ სფეროს განვითარებაში აქამდე შეუძლებელი ნაბიჯი გადადგეს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არის ახალი პერიოდის დასაწყისი და უამრავ წყვილს დაეხმარება, რომელთაც გენეტიკური პრობლემები აქვთ. მეცნიერები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ჯერ ამ მეთოდის ფართოდ გამოყენება არ მოხდება, რადგან განაყოფიერების ახალ სისტემას დაკვირვება და სიღრმისეული შესწავლა სჭირდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბავშვი სამი ადამიანის დნმ-ის მატარებელია, ყველაფერი 1990 წლიდან დაიწყო, როცა მეცნიერებამ ამ მეთოდის დამუშავება დაიწყეს, დღეს მიღებული შედეგი კი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.  (წყარო)

"სამი ადამიანის" შვილი

მიტოქონდრიები, რომელიც საკვებ ნივთიერებებს სხეულში ენერგიად აქცევს, ხშის შემთხვევაში ზოგიერთი ქალის ორგანიზმში დეფექტიანია და მათ შეუძლიათ ეს დეფექტი შვილებს გადასცენ.

იორდანული ოჯახის, რომელზეც ექსპერიმენტი ჩატარდა, შემთხვევაში კი ორგანიზმის ამ პრობლემას  Leigh Syndrome (ლი სინდრომი) ეწოდება, რომელიც ხშირად ახალი თაობისთვის ფატალურად სრულდება. დაავადება თავად დედას არ აწუხებს, თუმცა ის მის შვილებზე ტრაგიკულად აისახება. ამ კონკრეტული წყვილის შემთხვევაში, მიტოქონდრიების მუტაციის გამო, ოჯახმა დიდი ტრამვა გადაიტანა, მათ ერთხელ 8 თვის, ხოლო შემდეგ 6 წლის ბავშვი დაკარგეს.

იორდანელმა წყვილმა დახმარებისთვის ნიუ იორკში New Hope Fertility Center-ს მიმართა. ამერიკელი სპეციალისტების გუნდმა ექსპერიმენტი მექსიკაში განახორციელეს, რადგან მექსიკაში ამ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობა არ არსებობს. ხუთი ემბრიონიდან მხოლოდ ერთი განვითარდა ნორმალურად, რის შემდეგაც მოხდა მისი იმპლანტირება. ბავშვი ცხრა თვის შემდეგ დაიბადა. ის სრულიად ჯანმრთელია.

ამერიკელმა მეცნიერებმა დედის კვერცხუჯრედიდან სასიცოცხლო დნმ აიღეს, ასევე გამოიყენეს მოხალისის ჯანმრთელი მიტოქონდრია და მამის სპერმა, შედეგად ბავშვს აქვს 0.1 % დონორის დნმ, ხოლო თმის ფერით, თვალებითა თუ სხვა მახასიათებლებით ბიჭუნა დედ-მამას დაემსგავსა.

ექსპერიმენტს, რომელმაც მეცნიერებაში შესაძლოა გადატრიალება მოახდინოს, New Hope Fertility Center-ის ექიმი ჯონ ჩჟანი ხელმძღვანელობდა.

კენტის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი გენეტიკის საკითხებში დარენ გრიფინი: "ეს გენეტიკაში ახალი ეპოქის საწყისია და საშუალებას იძლევა განვკურნოთ ის ოჯახები, რომელთაც გენეტიკური დაავადებები აწუხებთ. როგორც ყოველთვის, ახალი აღმოჩენის დროს განიხილება ეთიკური პრობლემები. თუმცა, ეს პრობლემები უნდა დავძლიოთ, რადგან უამრავი ოჯახი საჭიროებს გენეტიკური დაავადებებისგან გათავისუფლებას. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ