ვლადიმირ პუტინი: "ჩვენს პროვოცირებას ნუ ახდენთ"! - კვირის პალიტრა

ვლადიმირ პუტინი: "ჩვენს პროვოცირებას ნუ ახდენთ"!

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ არის საჭირო რუსეთის პროვოცირება, რათა მან თავისი ინტერესები აქტიურად დაიცვას. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პირველმა პირმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაიში“ გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ჯერ იუგოსლავია, შემდეგ ერაყი, ხომ გეუბნებოდით, მერე ლიბია, ავღანეთი. ნატოს მოძრაობა - ეს რა არის? შემდეგ ყოველ ჯერზე რაღაცას ივიწყებენ, აგდებენ, ჩვენი რაღაცაზე პროვოცირება ხდება თავისი ინტერესების დასაცავად. ჩვენ გვეუბნებიან: აი, ბოროტი რუსეთი ასეთ და ასეთ ნაბიჯებს დგამს - ჩვენს პროვოცირებას ნუ ახდენთ. ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას, რათა ჩვენი ინტერესები აქტიურად დავიცვათ. მოდით, რამეზე მოვილაპარაკოთ. არაფერზე შეთანხმება შეუძლებელია. რაზეც ვთანხმდებით, არ სრულდება“, - განაცხადა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"