ლორთქიფანიძისა და სააკაშვილის შემდეგ, უკრაინაში თანამდებობა ხატია დეკანოიძემაც დატოვა - კვირის პალიტრა

ლორთქიფანიძისა და სააკაშვილის შემდეგ, უკრაინაში თანამდებობა ხატია დეკანოიძემაც დატოვა

როგორც ცნობილია, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო.

ლორთქიფანიძისა და სააკაშვილის შემდეგ, თანამდებობა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემაც დატოვა. დეკანოიძე გამოდის ინიციატივით, ჩატარდეს კონკურსი ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“იუწყება.

„ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შემეძლო, რათა ყველა ეს პრინციპი დაცული ყოფილიყო. მე, როგორც პირობა დავდე, წლის განმავლობაში შევქმენი ფუნდამენტი ახალი ეროვნული პოლიციის განვითარებისთვის. მე თქვენი და თქვენი ინტერესების ერთგული დავრჩი ბოლო წუთამდე. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი უფლებამოსილება და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი ცვლილებებისთვის. ჩემი ფუნქცია შესრულებულია და, შესაბამისად, გადადგომის შესახებ ვაკეთებ განცხადებას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხატია დეკანოიძის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

იხილეთ ასევე: "სააკაშვილმა უკრაინელი მეომრებისთვის ჩარიცხული ფულით მდიდრული ცხოვრება მოიწყო, ბოლო მოდელის ავტომობილები შეიძინა"

"ინტერპრესნიუსი"